ფლორა და ფაუნა


ფლორა და ფაუნა



თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ოდესღაც ვრცელი ტყეებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, ძირითადად ჩრდილოეთში. მცენარეების საფარი ჩრდილოეთის ნესტიან და დანარჩენ მშრალ ნაწილში მკვეთრად არის განსხვავებული. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი ტყეები, ასევე არის ფოთოლმცვენი მუხა. “მშრალი” ესპანეთი ღარიბია ტყეებით, აქ გავრცელებულია მარადმწვანე მუხის ჯიშები, ასევე ხმელთაშუა ზღვის მცენარეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთის მთებში, გვხვდება შავი ფიჭვის ტყეები. “მშრალ” ესპანეთში ყველაზე მეტადა გავრცელებულია მარადმწვანე ხმელთაშუაზღვის ტიპის ბუჩქები და ნახევრად ბუჩქოვანი (გარიგები), ქვეყნის აღმოსავლეთში გარიგებს ენაცვლებამაღალი ბალახები. ესპანეთი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა, ჩრდილოეთში ფაუნა შუაევროპულია (ბევრია ირემიშველი და ტახი), მთის რაიონებში შემორჩა წმინდა სისხლის ირემი და პირინეის მთის თხები. კანტაბრიისა და ლეონის მთებში გვხვდება მურა დათვი, მტაცებლებიდან მგელი და მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება ფრინველთა ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში აქ შეგვიძლია ვნახოთ 25 სახეობის მტაცებელი ფრინველი (ქორი,არწივიშავარდენი). ბევრია წყალმცურავი სახეობები ( იხვიბატიფლამინგოწერო ), ქვეწარმავლებიდან კუგველი,ქამელეონიმორიელი, ასევე მდიდარია თევზებით. 

No comments:

Post a Comment