ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის ნახევარკუნძულის 84% უკავია. მოსაზღვრე ქვეყნებია:საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ეკუთვნის კუნძულები ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (მათ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით).
ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია, შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტური. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია.
ფლამენკო
ფლამენკო (ესპანურად_Flamenco) არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი,რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში.საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო.ფლამენკო ესპანურ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.
ფლორა და ფაუნა
თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ოდესღაც ვრცელი ტყეებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, ძირითადად ჩრდილოეთში. მცენარეების საფარი ჩრდილოეთის ნესტიან და დანარჩენ მშრალ ნაწილში მკვეთრად არის განსხვავებული. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი ტყეები, ასევე არის ფოთოლმცვენი მუხა. “მშრალი” ესპანეთი ღარიბია ტყეებით, აქ გავრცელებულია მარადმწვანე მუხის ჯიშები, ასევე ხმელთაშუა ზღვის მცენარეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთის მთებში, გვხვდება შავი ფიჭვის ტყეები. “მშრალ” ესპანეთში ყველაზე მეტადა გავრცელებულია მარადმწვანე ხმელთაშუაზღვის ტიპის ბუჩქები და ნახევრად ბუჩქოვანი (გარიგები), ქვეყნის აღმოსავლეთში გარიგებს ენაცვლებამაღალი ბალახები. ესპანეთი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა, ჩრდილოეთში ფაუნა შუაევროპულია (ბევრია ირემი, შველი და ტახი), მთის რაიონებში შემორჩა წმინდა სისხლის ირემი და პირინეის მთის თხები. კანტაბრიისა და ლეონის მთებში გვხვდება მურა დათვი, მტაცებლებიდან მგელი და მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება ფრინველთა ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში აქ შეგვიძლია ვნახოთ 25 სახეობის მტაცებელი ფრინველი (ქორი,არწივი, შავარდენი). ბევრია წყალმცურავი სახეობები ( იხვი, ბატი, ფლამინგო, წერო ), ქვეწარმავლებიდან კუ, გველი,ქამელეონი, მორიელი, ასევე მდიდარია თევზებით.